ჩაკ პალანიკის რომანის “მებრძოლთა კლუბის” განხილვა

1aabff88bdde50bb93c29e69a187b215

უპირველეს ყოვლისა , რაც ჩაკის წერის სტილთან დაკავშირებით , მინდა აღვნიშნო , არის ის რომ მთელ ნაწარმოებს გაზდევს ცინიკური ტონი , რომელიც ადამიანის უსუსურობის განცდის გააზრებისგან გამომდინარეობს. წერს თავისუფლად და მოურიდებლად. არ იგრძნობა თავშეკავებულობა. არ ცდილობს იყოს ხელოვნური და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მკითხველს მაქსიმალურად აახლოებს პერსონაჟებთან.

ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია და ვფიქრობ არავინ დარჩება გულგრილი, მისი სიუჟეტის მიმართ.

როგორია ჩემს მიერ დანახული პიროვნების ცხოვრება?!

ერთი შეხედვით მარტოხელა ადამიანი , რომელსაც კარგი თანამდებობა აქვს, სტაბილური შემოსავალი და ჭკვიანია. მაგრამ პრობლემა იმაში არ არის , რომ მას რამე აკლია მატერიალურად , მისი მთავარი პრობლემა ის არის , რომ რეალურად არ არის ის ვინც უნდა რომ იყოს. ჯოს აკლია გამბედაობა, აქტიურობა, სიძლიერე – მორალური თუ ფიზიკური, იტანჯება მარტოსულობის შეგრძნებით. სწორედ, ამ უკანასკნელ საკითხთა არსებობამ განაპირობა შემდეგი , მისმა ქვეცნობიერმა შექმნა ახალი , ჯოსგან დამოუკიდებელი პიროვნება , რომელსაც ჩვენ გავიცნობთ , როგორც “ტაილერ დერდენი”.

ალბათ , ყველას ერთხელ მაინც ცხოვრებაში ჰქონია პერიოდი , როცა საკუთარ თავს გაუცხოვებია , ჩაუდენია ისეთი რამ ან მონდომებია მაინც , რომელიც მისი პიროვნებისგან შორს არის. ჩვენ ყველანი თითქმის მთელი ცხოვრება საკუთარი თავის ძიებაში ვართ და პიროვნული გაორებაც , რაც “ტაილერის” არსებობას უდევს საფუძვლად , სწორედ აქედან გამომდინარეობს.

ტაილერი მსოფლიოს სრული განადგურების და სიმშვიდის დარღვევის იდეითაა შეპყრობილი , ვინაიდან მიაჩნია მსოფლიოს სწორედ ეს სჭირდება , რათა უკეთეს მომავალს დაუდოს სათავე.

მისი მთავარი მოტივია გახდე ძლიერი , ცოცხალი და თავდაჯერებული. ეს ყოველივე კი მისსავე დაარსებულ “მებრძოლთა კლუბშია” შესაძლებელი.

პიროვნების განვითარება იწყება , საიენტოლოგიის ტიპის ჯგუფებზე სიარულით , სადაც ათასობით ადამიანი ცდილობს დაამარცხოს ნარკოტიკებთან , ალკოჰოლთან თუ სხვა დაავადებებთან მისი მტანჯველი დამოკიდებულება. ტაილერი რამდენიმე ჯგუფში წლებია აქტიურად დადის და ისმენს ხალხთა განცდების შესახებ , თუმცა აღსანიშნავია , ის ამას იმიტომ კი არ აკეთებს , რომ თავად არის დაავადებული , არამედ დადის იმიტომ , რომ ისმინოს სხვათა პრობლემები და მათ პრობლემებში საკუთარი არსების პრიორიტეტულობა შეიგრძნოს. თუმცა , მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფებში მარლა გამოჩნდება , ის ვეღარ ახერხებს , ისეთი ემოციების გამოხატვას და სიამოვნების მიღებას , როგორც აქამდე. რადგან გაანალიზებს , რომ მარლა ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებით , ხვდება იმას რომ ტაილერისთვის ეს ერთგვარი გართობაა, რომელიც  მას თავს სხვაზე ძლიერად აგრძნობინებს. მაგრამ მარლამაც იმიტომ დაიწყო ამ მხარდაჭერის ჯგუფებში სიარული , რომ სხვა „ტრაკის საწმენდების“ საზოგადოებაში უფრო უკეთ ეგრძნო თავი. რადგან იქ ყველას რაღაც სჭირდა , ეს აძლევდა საშუალებას , რომ მისი პრობლემებისგან დაესვენა და დამშვიდებულიყო.

არვიცი, შესაძლოა ეს მონაკვეთი მწერლის მთავარ სათქმელს არ წარმოადგენდეს და ჩემს ამხელა ყურადღებასაც არ იმსახურებდა ,  მაგრამ მე მიმაჩნია , რომ ეს იყო ერთ-ერთი კოდი , რომელიც სურდა მის მკითხველს აღექვა. ვინაიდან ,  ამ სიტუაციით მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის თუ რეალურად , როგორ ეხმარება ადამიანებს საკუთარი უსუსურობის გადაფარვაში სხვა ადამიანის,  უფრო მეტად ტრაგიკული ისტორიების მოსმენა. არვიცი ამას რა შეიძლება ვუწოდოთ , მდაბიო ადამიანი , ლაჩარი , საზიზღარი თუ რა , მაგრამ ერთი კი ცხადია , ეს რეალობა არ არის – რეალური მხოლოდ წიგნის სიუჟეტისთვის , ეს რეალობა არსებობს და ჩვენ გვამშვიდებს მომენტი , რომ სხვაზე უფრო უკეთ ვართ ან შეიძლება ვიყოთ.

რატომ არის, რომ ყველაზე ხშირად ადამიანები ,  თანაგანცდის გამოვლენას სხვა ადამიანისაგან , მაშინ ვგრძნობთ , როდესაც საქმე ტკივილს ეხება და არა ბედნიერებას ?

ჩვენ , შეგვიძლია ვიყოთ უკეთესი მსახიობები მაშინ , როდესაც საქმე სხვის დამშვიდებას ეხება , მაგრამ როდესაც რაიმე სასიხარულოა ჩვენი ნიჭი იკარგება , რადგან შური უფრო მეტ გამოხატულებას ჰპოვებს , ვიდრე სიხარულით გამოწვეული მხარდაჭერა. ჩვენ გვძულს ადამიანები , რომლებიც ძლიერები არიან , დამოუკიდებლები , წარმატებულები…

მაგრამ ეს ყოველივე პიროვნებაში იმიტომ არსებობს , რომ მისი თავის რწმენა არ აქვს, უიმედოა , უძლური. მიზნებისა და იდეის გარეშე ადამიანი – არაფერია , რაღაც დეკორაციის მსგავსი ფიგურაა, რომელიც უბრალოდ არსებობს, არსებობს მანამ სანამ არ მოკვდება. მატერიალური სარგებელი შესაძლოა , შენ ვიზუალურ გაიდეალურებას იწვევდნენ მხოლოდ , მაგრამ შინაგანი სამყარო – გამოცარიელებული იყოს.

ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა იმდენად არ გვაქვს , რომ „არაფერს“ მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ – შეცდომის დაშვებისაც კი გვეშინია.

მწერლის მთავარი სათქმელია , ადამიანებს დაეხმაროს საკუთარი თავის მნიშვნელობის გააზრებაში. არ შეიძლება ჩვენ უბრალოდ ვიბადებოდეთ ან ვკდებოდეთ. ჩვენ ყველანი ვიბადებით იმისათვის , რომ ჩვენი წილი – წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის ისტორიაში. თუ საკუთარ თავს ვერ იპოვი , გამოდის შენ მნიშვნელობასაც ვერ გაიგებ. საკუთარი თავის პოვნა კი შესაძლებელია , მაგრამ ამისათვის საჭიროა ყველაფრის გარეშე ყოფნა შეიგრძნო. ყველაფრის გარეშე ყოფნა კი თავისთავად სრული თავისუფლების შეგრძნებაში გეხმარება. ვით ახალშობილი , უტანსაცმლო , აზრის გარეშე – უბრალოდ მოვლენილი ამა მიწაზე.

ჩვენ ვიგონებთ – ჩვენს ტაილერის მსგავს ვარიანტს , იმისთვის , რომ საკუთარი თავის ის პროტოტიპი შევქმნათ , რომლის ყოფნასაც ვისურვებდით. და იმისათვის , რომ თავისუფლებას ჩვენი იდეები , მაინც შეიგრძნობდნენ ბოლომდე.

ჩემი საუბრით აღარ დაგღლით , შემოგთავაზებთ უცვლელად , რამდენიმე ჩემს მიერ მნიშვნელოვნად აღქმულ მონაკვეთებს წიგნიდან , რომელიც  ზევით აღწერილის შესატყვისად მივიჩნიე.

  1. იღვიძებ და არსად არ ხარ.

ერთი წუთიც საკმარიციაო, მითხრა ტაილერმა, ერთი იდეალური წუთისთვის ბევრი უნდა იშრომო, მაგრამ ამად ღირსო.

სრულყოფილება მხოლოდ ერთ წუთს გრძელდებაო.

იღვიძებ და უკვე საკმარისია.

  1. ტრაკში ბუმბულის გარჭობა გარშევანგად კი არ გაქცევს , – ამბობს ტაილერი.
  2. არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ , როგორც „მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურიქ ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული. „მებრძოლთა კლუბში“ გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. „მებრძოლთა კლუბი“ ცარიელი სიტყვები არაა. ხედავ პირველად მოსულ ტიპს , აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. „მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა, რიგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაბაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ.
  3. ტაილერი ამბობს, შენ ჯერ ფსკერამდე ბევრი გიკლიაო. და თუ მთლად ფსკერზე არ დაეშვები, ვერავინ გადაგარჩენსო. იესომ თავისი ჯვარცმით სწორედ ეს ჩაიდინაო. მხოლოდ ფულის, ქონებისა და ცოდნის უარყოფა არ კმარა; ეს უბრალოდ ერთკვირიანი თავდავიწყება არ არის, თვითგამოსწორება უნდა შეწყვიტო და განადგურებისკენ ისწრაფო. ხიფათს ვეღარ დაემალებიო.

ეს სემინარი არ არის.

თუ ფსკერზე დაშვებამდე დანებდები, -ამბობს ტაილერი, – წარმატებას ვერასდროს მიაღწევ.

მხოლოდ თვითგანადგურების შემდეგ შევძლებთ აღდგომას.

მხოლოდ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ ხდები სრულიად თავისუფალი, -ამბობს ტაილერი, -შეგიძლია, აკეთო, რაც გინდა.

  1. – ახლა უკვე იცი , რომ პირველი საპონი გმირებისაგან შეიქმნა, – ამბობს ტაილერი.

იფიქრე ცხოველებზე, რომლებზეც ახალ-ახალ პროდუქციას ცდიან.

იფიქრე მაიმუნებზე, რომლებსაც კოსმოსში უშვებენ.

-მათი სიკვდილის, ტკივილისა და მსხვერპლშეწირვის გარეშე, – ამბობს ტაილერი, – არაფერი გვექნებოდა.

  1. პირდაპირ ვიტყვი , მარლა ჯერაც ცოცხალია. მარლას თქმით, მისი ცხოვრების ფილოსოფია ის არის , რომ შეიძლება ნებისმიერ წამს მოკვდეს; მისი ცხოვრების ტრაგედია ისაა, რომ არ კვდება.
  2. … თუ სასიკვდილოდ ავად ვარ მირჩევნია , ეს არ ვიცოდეო.

მარლა კლინიკიდან სამრეცხაოში წავიდა, იქ საშრობებიდან ჯინსის შარვლები მოიპარა და ერთ გადამყიდველს თითო თხუთმეტ დოლარად მიჰყიდა. აღებული ფულით მარლამ კარგი ხარისხის კოლგოტი იყიდა; რომ არ ირღვევა ისეთი.

არ ირღვევა, მაგრამ რაც არ უნდა კარგი ხარისხის იყოს , მაინც იხევა, – ამბობს მარლა.

უცვლელი არაფერია. ყველაფერი ინგრევა.

  1. ერთ წუთს ცოცხალი პიროვნება ხარ, მეორე წუთს – უსულო საგანი.
  2. იყო გადაღლილი, არ ნიშნავს, იყო მდიდარი , მაგრამ ძალიან ხშირად შეგრძნება ერთნაირია.
  3. როცა ტაილერმა „პროექტი ქაოსი“ შექმნა , მისი სამიზნე ხალხი არ ყოფილა. ტაილერს სულ არ ადარდებდა , ამით ხალხს ზიანს მიაყენებდა თუ არა. მისი მიზანი იყო, პროექტის თითოეული წევრისთვის ესწავლებინა, რომ ისტორიის შეცვლის უნარი აქვს. თითოეულ ჩვენგანს მსოფლიოს მართვა შეუძლია.
  4. დავალების არსი ისაა, რომ ვიღაც უცნობი, რომელსაც არასდროს უჩხუბია , გამოიწვიო და გადაიბირო. ცხოვრებაში პირველად გამარჯვების გემო განაცდევინო. ბოღმა ამოანთხევინო. თავი მაგრად აცემინო. უნდა გაუძლო. თუ იქით სცემ, საქმეს გააფუჭებ. ძმებო ჩვენი მიზანია იმ ხალხს შევახსენოთ , რომ ჯერ კიდევ შერჩათ რაღაცის ძალა, – განუცხადა ტაილერმა კომიტეტს.
  1. – არც ერთი თქვენგანი არაა ლამაზი და უნიკალური ფიფქი. სხვა ყველას მსგავსად , თქვენც ხრწნად ორგანულ მატერიას წარმოადგენთ. სუყველა ნაკელის გროვის ნაწილი ვართ.

„კოსმონავტი მაიმუნი“ აგრძელებს:

ჩვენმა კულტურამ ყველა ერთნაირად გვაქცია. აღარავინ არის ნამდვილად თეთრი , შავი ან მდიდარი. ყველას ერთი და იგივე გვინდა. ცალ-ცალკე არაფერს წარმოვადგენთ.

  1. ტაილერის აზრით , აჯობებს, ცუდი იყო და ღმერთის ყურადღება ამით მიიპყრო, ვიდრე საერთოდ არ მოგაქციოს ყურადღება. ღმერთის სიძულვილი სჯობს მის გულგრილობას.

სულ არარაობად ყოფნას ღვთის მტრობა ჯობია, არა?

ტაილერ დერდენის თქმით , ჩვენ ღმერთის არასასურველი შვილები ვართ, არც განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევს და არც განსაკუთრებული ადგილი გვიჭირავს ისტორიაში.

თუ ღვთის ყურადღებას ვერ მივიპყრობთ, არც საუკუნო წაწყმედის იმედი უნდა გვქონდეს და არც ცოდვების გამოსყიდვის.

  1. რაც უფრო დაბლა დაეცემი, მით უფრო მაღლა აფრინდები. რაც უფრო შორს გაიქცევი , მით უფრო ძლიერ მოუნდება ღმერთს შენი დაბრუნება.
  2. – ჩვენს თაობას მსოფლიო ომში ბრძოლა არ უწევს, არც დიდ დეპრესიაში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ჩვენი სულის სიმტკიცისთვის ვიბრძვით . ჩვენ ამ კულტურის წინააღმდეგ ვაწყობთ რევოლუციას. მთელი ჩვენი ცხოვრება დიდი დეპრესიაა. ჩვენ სულიერი დეპრესია გვაქვს.
  3. ყველა, ვინც გიყვარს, ოდესმე ზურგს გაქცევს ან მოკვდება.

ყველაფერს, რასაც შექმნი, დაივიწყებენ.

ყველაფერი, რითაც ამაყობ, სანაგვეზე აღმოჩნდება.

პ.ს. შემოგთავაზებთ აქვე , წიგნის PDF ვერსიას : 

Featured post

ადამიანი მისი პრინციპების წინააღმდეგ

რა საინტერესო საკითხია თვითონ ადამიანი. ადამიანი,რომელიც უამრავი მეცნიერების სულის ჩამდგმელი ხდება და უამრავ ახალ თეორიას აყალიბებს ყველაფერზე , ყველაფრის შესახებ .ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის შესწავლის მეცნიერებას ფსიქოლოგია უწოდა , ადამიანი რომელმაც ადამიანებს შორის ურთიერთ დამოკიდებულების და განვითარების გზების შესწავლას – სოციოლოგია უწოდა, ადამიანი რომელმაც გალაქტიკის შესწავლას – ასტროლოგია უწოდა… მაგრამ ყველა ამ და სხვა მრავალი მეცნიერების არსებობის მიუხედავად ადამიანს – საკუთარი თავი რჩება შეუცნობელი .
არსებობენ დიდებული მოაზროვნეები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ სიბრძნეებს გვიზიარებდნენ , რაღაც ახლის მოწოდებას და შეგნებას ცდილობდნენ ,მაგრამ ფიქრობს კი ვინმე იმას რომ ბოლომდე ამოხსნილი და შეცნობილია ადამიანი ? არა . რა თქმა უნდა არა. როგორ შეიძლება ადამიანი ბოლომდე ამოხსნილი იყოს როცა ამდენნი ვართ და ყველა სხვადასხვანი ვართ. და აი, სწორად , ესაა მთავარი არსი ადამიანის საკუთარი თავის შეუცნობლობისა. მთელი ცხოვრება ვარსებობთ თითოეული ჩვენთაგანი იმისათვის , რომ საკუთარი თავი ამოვხსნათ , ამოვიცნოთ და ჩვენი არსებობის – აზრი შევიგნოთ . ამისათვის ვიღაცას ცოტა დრო სჭირდება , ვიღაცას მთელი ცხოვრება და ვიღაც კი საერთოდ ისე ასრულებს ცხოვრებას რომ ვერც ასწრებს ამას. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ვართ ჩვენ – ჩვენი თავის განვითარებასა და დაკვირვებაზე ორიენტირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებით ვკითხულობთ წიგნებს , ვიმახსოვრებთ ფრაზებს , შემდეგ კი ვაღმერთებთ მის დამწერს და რატომ ? ერთხელ მაინც დაფიქრებილხართ ამაზე? იქნებ სულაც იმიტომ , რომ იმ ფრაზაში რეალურად გენიოსი მწერლის გენიალურმა სიბრძნემ კი არ მოგვხიბლა , არამედ საკუთარი მეს ამოძახილი ვიგრძენით უეცრად, რეალურად ?! რამდენი ისეთი რამ წაგვიკითხავს რაზეც გვითქვამს – სწორედ ასეა. რამდენზე ცრემლი წამოგვსვლია კითხვისას და რამდენზე სხეულის ათრთოლება გვიგვრძნია ?! და ეს ,იმიტომ ხდება რომ ,ამ დროს ,თითოეული ჩვენთაგანი რეალურად საკუთარი სულის ნაწილს ხედავს იმ სიტყვებში . ყველა ასეთ მომენტს კარგად რომ ჩავკვირვებულიყავით და შემდეგ გაგვეერთიანებინა – იქნებ საკუთარი თავის შესახებ ბევრ რამეზე პასუხიც გაგვეცა – ასე ხომ უფრო გაგვიმარტივდებოდა საკუთარი თავის დამკვიდრება საზოგადოებაში, ასე ხომ უფრო მარტივად გავცემდით იმ კითხვებს პასუხებს რაც ჩვენში კივის ასე ხმამაღლა , ასე ძლიერად.
 
ჩვენ ვამბობთ: მე არასდროს გადავაბიჯებ ჩემს პრინციპებს , არასდროს ჩავიდენ ამას – მაგრამ იმავ წამს გვავიწყდება , რომ ეს ვთქვით და გაცნობიერებულად ჩავდივართ იმას რაც ჩვენს პიროვნულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა და შემდეგ მთელი ცხოვრება ვგრძნობთ დანაშაულის გრძნობას , სინანულს საქციელის მიმართ , მორალურ დაცემას , საკუთარი პიროვნების ჩამოქვეითებას და შემდეგ ამ ყველაფერით – სულიერ ავადმყოფობამდე მივდივართ. სულიერი ავადმყოფობა , რომელიც ჩვენი პიროვნების გაორებას იწვევს , ნელ – ნელა გვაკარგვინებს რეალურის შეგრძნებას და გადავყავართ საერთოდ სხვა სამყაროში , სადაც სრულიად მარტონი ვართ . აქ გვეუფლება შიში საკუთარი თავისა . იბადება კითხვები ვინ ვარ მე? კარგი ვარ თუ ცუდი ? თუ კარგი ვარ – რატომ ჩავიდინე ისეთი რამ რაც ვიცოდი რომ სულიერად დამცემდა და თავს დამაკარგვინებდა ? რატომ ჩავიდინე ისეთი რამ რაც ჩემი სულისათვის მომაკვდინებელ ცოდვად იქცეოდა და ნელ-ნელა შემჭამდა? რატომ ვუღალატე საკუთარ თავს? ნუთუ არ მქონდა ძალა იმისა , რომ იმ წამიერი სიამოვნებისთვის ჩემი სული არ გამეყიდა , რომელიც ერთი წამის სიამოვნებას – მთელი ცხოვრების ტანჯვად მიქცევდა ?! და აი აქ, ნელ – ნელა ვგრძნობთ,რომ აქამდე თურმე ჩვენთვის ფერად სამყაროში – აღარაფერია ნათელი , თურმე ჩვენთვის აქამდე უმწიკლო და შეუალ სულში ბოროტს ფესვების გადგმა დაუწყია და ლამობს ყველაფერი შავად შეღებოს.აქ გვესმის მეორე არსების ყვირილი , თხოვნა , მუდარა- , რომ არაა .. ასე არ დამტოვო , მიხსენი – იხსენი თავი შენი ადამიანო ! და აი ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობაც ეს არის საკუთარი თავისთვის. შემდეგ ჩვენ გვიჩნდება საზოგადოების მიმართ შიში , ვკარგავთ ნდობას. ისინი გველაპარაკებიან – ჩვენ კი არ გვესმის მათი ხმის ჭეშმარიტების . ტყუილი გვგონია ყველაფერი ,მათ შორის ჩვენი თავიც , ღმერთიც კი . სრულიად ურწმუნონი ვხდებით. ვიწყებთ გმობას – საკუთარი თავისა , ვწყევლით ჩვენ არსებობას. სიკვდილს ვლამობთ და ისეთი მხდალები ვართ რეალურად რომ ამასაც ვერ ვაკეთებთ. აქ აღმოვაჩენთ რომ ისეთი საცოდავნი გავმხდარვართ თურმე , რომ – ფიზიკური ტკივილი უფრო გვაშინებს , ვიდრე ამ საქციელის ჩადენის მერე ჩვენი სულისა.
 
ნუთუ გჯერათ , რომ საკუთარ თავს შეცნობილი ადამიანი ოდესმე მასკებით სიარულს გადაწყვეტს და სცენაზე სხდადასხვა როლების თამაშს დაიწყებს და დამალვას შეეცდება მისი თავისა ? აი აქ იბადება კიდევ ერთი ჭეშმარიტება იმისა, რომ ის ზუსტად იმიტომ ირგებს იმდენ მასკას , რამდენ ადამიანთანაც აქვს ურთიერთობა , რომ ჯერ ის არ გაურკვევია თავად ვინ არის – ძლიერია ? კეთილია ? სუსტია ? ბოროტია ? თუ უბრალოდ ადამიანია ყველა იმ ფასეულობით და ღირებულებით მომადლებული რასაც ადამიანში ადამიანი ჰქვია?! ირგებს იმიტომ , რომ შიში აქვს ის მასზე ძლიერი არ აღმოჩნდეს და არ დაჩაგროს. შიში აქვს ,იმიტომ რომ, ეშინია ვინმე მასზე ჭკუით ძლიერს არ შეეჩეხოს ვინც მის გამოყენებას შეეცდება , ვინც გულს ატკენს და ისედაც ბედის ანაბარად მიგდებულს კიდევ უფრო ღრმად არ ჩაუშვებს იმ სიბნელეში. ამდენ თამაშში , ამდენ როლებში კი გვავიწყდება ვინ ვიყავით , ან ვინ შეიძლებოდა ვყოფილიყავით ჩვენი სულის განადგურება თავად რომ არ დაგვეწყო. რომელი ვარ რეალურად ამ 10 ადამიანიდან ?- ეს , ეს , ეს თუ ეს ? თუ სულაც არც ერთი ?
 
და ბოლოს ვიწყებთ : შიშნარევ, გულის გამაწვრილებელ , ტკივილნარევ , პანიკურ , შლეგურ , ავადმყოფი ადამიანის სიცილს საკუთარ თავზე და ვამბობთ -” ეს რა დამართე საკუთარ თავს”, და უგზოუკლოდ დარჩენილნი მილიონ კაცში და მაინც მარტო მყოფნი შინაგანად, ვაგრძელებთ გზას რომელიც თვითონ ავურჩიეთ საკუთარ თავს.
Featured post

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑